პეროტი: "გასპერინიმ ჩემი კარიერა გადაარჩინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პეროტი: "გასპერინიმ ჩემი კარიერა გადაარჩინა"


პეროტი:

"რომას" ვინგერმა, დიეგო პეროტიმ, კარიერის ყველაზე რთული პერიოდი გაიხსენა და თავის ყოფილ დამრიგებელ ჯან პიერო გასპერინის მადლობა გადაუხადა.

"ჯენოაში" ჩვენ ჯან პიერო გასპერინი გვავარჯიშებდა და სწორედ მან იხსნა ჩემი კარიერა. მან მაიძულა, რომ ფეხბურთისგან კვლავ ძლიერი გრძნობები მიმეღო. გასპერინი განვითარების გზაზე არავის ტოვებდა და ყველას მთელი გულით ეხმარებოდა.

როდესაც "ჯენოაში" მივედი ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდი ყურადღება გავამახვილე, ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი და ამან ცუდი შედეგები გამოიღო. შესაძლოა, ჩემი სხეული ზედმეტად გადავტვირთე და შიშები გამიჩნდა.

მენტალიტეტს უდიდესი გავლენა აქვს და ამ მხრივ გასპერინი მადვილი ფენომენია. ახლა, როდესაც ტკივილები მაქვს, ეგრევე ექიმებთან არ გავრბივარ. ამან უფრო ძლიერი და მტკიცე გამხადა", - განაცხადა 29 წლის არგენტინელმა.

დიეგო პეროტი "ჯენოას" ღირსებას 2014-2016 წლებში იცავდა და 45 თამაშში 5 გოლის გატანა მოახერხა. "რომას" ის 2015 წლის ზამთარში შეუერთდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა დიეგო პეროტი გასპერინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები