პიანიჩი: "ვწუხვარ, რომ რომასთან ერთად ტიტული ვერ მოვიგე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პიანიჩი: "ვწუხვარ, რომ რომასთან ერთად ტიტული ვერ მოვიგე"


პიანიჩი:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, "რომაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"რომაში" გატარებული ბრწყინვალე 5 წლის შემდეგ საკუთარი თავის ახალ გუნდში გამოცდა მსურდა. "იუვენტუსი" ყურადღებას იჩენდა და მეც გადავწყვიტე, რომ ცვლილებები იყო საჭირო, ვინაიდან კარიერა ისედაც მოკლეა.

გამარჯვებების მოპოვება ძალიან რთულია, თუნდაც "იუვენტუსის" რიგებში. ტიტული "რომასთან" ერთად? ეს დიდებული იქნებოდა, მაგრამ არ გამომივიდა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ხალხი ჩემზე ძალიან ცუდად საუბრობდა, მაგრამ მე "რომასთვის" არასოდეს მიღალატია", - განაცხადა 27 წლის ბოსნიელმა.

მირალემ პიანიჩმა რომაული კლუბი 2016 წლის ზაფხულში დატოვა და "იუვენტუსის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახდა. მან რომში ვერაფერი მოიგო, მაგრამ "იუვესთან" ერთად გასულ სეზონში სკუდეტო და იტალიის თასის ტიტული მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა მირალემ პიანიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები