კუტრონემ მილანთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კუტრონემ მილანთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა


კუტრონემ მილანთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

"მილანის" ახალგაზრდა ცენტრალური თავდამსხმელი, პატრიკ კუტრონე, თავის კლუბთან კონტრაქტს ახანგრძლივებს.

"Sky Italia" იტყობინება, რომ მილანური გრანდის ხელმძღვანელობა 20 წლის იტალიელ ფორვარდს ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეუთანხმდა და კუტრონე "მილანში" 2023 წლამდე დარჩება.

მოსალოდნელია, რომ პატრიკი ახალ კონტრაქტს საერთაშორისო პაუზის შემდეგ გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 1.1 მილიონი ევრო გახდება.

პატრიკ კუტრონე მილანური კლუბის აღზრდილია რომელიც ძირითად შემადგენლობაში თავის პირველ სეზონს ატარებს და შესანიშნავად გამოიყურება - ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 მატჩში კუტრონემ 15 გოლი გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი პატრიკ კუტრონე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები