ბაჯომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაჯომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი დაასახელა


ბაჯომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი დაასახელა

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული რობერტო ბაჯო, მიიჩნევს, რომ იტალიის ჩემპიონატის საჩემპიონო რბოლაში ფავორიტი მაინც არსებობს.

"იტალიაში მიმდინარე სეზონი დიდებულია! "ნაპოლი" ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ "იუვენტუსი" მაინც წინ არის და ფავორიტია.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროარენაზე "იუვენტუსის" ძალების მჯერა და ვფიქრობ, "რეალის" დამარცხება შეუძლიათ", - განაცხადა ბაჯომ.

29 ტურის შემდეგ იტალიის სერია ა-ს ტურინული გრანდი 75 ქულით ლიდერობს და "ნაპოლის" მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსინაპოლი რობერტო ბაჯო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები