"ესპანელებმა შესვენების დროს მოგვწამლეს და ასე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ესპანელებმა შესვენების დროს მოგვწამლეს და ასე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე"



1984 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში გავიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, მე-7 ჯგუფში ჰოლანდიასა და ესპანეთს 13-13 ქულა დაუგროვდათ.

როგორც ცხრილში ხედავთ, ესპანეთსა და ჰოლანდიას ბურთების შეფარდებაც თანაბრად ჰქონდათ (+16) და ესპანეთი მხოლოდ მეტი გატანილი გოლის გამო გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.

მათ 24 გატანილი გოლი ჰქონდათ, ჰოლანდიელებს კი 22.

საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩში, ესპანეთმა მალტა მიიღო და მეტოქე 12:1 დაამარცხა.

დღეს, მალტის ყოფილი მწვრთნელი აცხადებს, რომ მათი ფეხბურთელები 1984-ში მოწამლეს.

"შესვენების დროს, სტადიონზე ესპანელებმა ლიმონი შემოგვთავაზეს, რისი მიღების შემდეგაც მოთამაშეები შეუძლოდ გახდნენ.

მეორე ნახევარში ისინი ვეღარ თამაშობდნენ და შემდეგ მაღალი ტემპერატურაც ჰქონდათ", - ამბობს ვიქტორ სკერი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და მალტას მატჩის პირველი ნახევარი 3:1 დასრულდა, მეორე ნახევარში კი ესპანელებმა 9 გოლი გაიტანეს.

"ესპანელებმა შესვენების დროს მოგვწამლეს და ასე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები