ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ დაიწუნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ დაიწუნა


ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიომ დაიწუნა

ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA იმ გამორჩეული ფეხბურთელების შესახებ წერს, რომლებიც ჟოზე მოურინიომ დაიწუნა.

პორტუგალიელს ყველა გუნდში ჰყავდა ამორჩეული მოთამაშეები, რომლებსაც პირადი გაურკვეველი მიზეზის გამო არ ათამაშებდა.

მოჰამედ სალაჰი - "ჩელსიში" ასპარეზობის დროს ეგვიპტელს მოურინიო დროს საერთოდ არ უთმობდა და შემდეგ "ფიორენტინაში" გაანათხოვრა. დღეს, სალაჰი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

კევინ დე ბრუინი - მოურინიომ დე ბრუინი "ვოლფსბურგში" 22 მილიონ ევროდ გაუშვა, 2 წლის შემდეგ კი "სიტიმ" მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. დღეს, დე ბრუინი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია.

რომელუ ლუკაკუ - ის მოურინიოს "ჩელსიში" ჰყავდა, რომელიც "ევერტონში" გაყიდა. 2017 წლის ზაფხულში, პორტუგალიელმა ბელგიელი "მანჩესტერში" დაიბრუნა - 83 მილიონ ევროდ.

დანი კარვახალი - მადრიდის "რეალის" ძირითადი 11-ეულის შეუცვლელი ფიგურა, რომელიც მოურინიომ დაიწუნა. 2012 წელს ესპანელი პორტუგალიელმა "ლევერკუზენში" გაუშვა. 2013 წელს კარლო ანჩელოტიმ კარვახალი დაიბრუნა და ის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია.

ფელიპე ლუისი - 2014 წელს მოურინიომ გუნდს ფელიპე ლუისის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაახდევინა, თუმცა ის სათადარიგო სკამზე გაამწესა. 32 წლის ბრაზილიელი ესპანეთში დაბრუნდა და მას შემდეგ, კვლავ "ატლეტიკოს" ძირითადი 11-ეულის წევრია. ასევე, ლუისი ბრაზილიის ნაკრებშიც ასპარეზობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები