პოლიციამ ლივერპულის ფანები გააფრთხილა: "მკაცრი სასჯელი იქნება!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოლიციამ ლივერპულის ფანები გააფრთხილა: "მკაცრი სასჯელი იქნება!"


პოლიციამ ლივერპულის ფანები გააფრთხილა:

4 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.

შეხვედრის წინ, ცნობილი გახდა, რომ მერსისაიდული გუნდის ქომაგები სტადიონზე პიროტექნიკის და ფლაერების შეტანას გეგმავენ.

ეს ამბავი სამართალდამცავ ორგანოების ყურამდეც მივიდა და მათ ზომები წინასწარ მიიღეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტადიონზე პიროტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა ქომაგები დააპატიმრონ.

როგორც იცით, უეფას შეხვედრებზე პიროტექნიკის გამოყენება სასტიკად აკრძალულია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები