იტალიის ნაკრების ლეგენდა: "დი ბაჯო ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრების ლეგენდა: "დი ბაჯო ნაკრების მწვრთნელი არ უნდა იყოს"


იტალიის ნაკრების ლეგენდა:

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ლეგენდარულმა კლაუდიო ჯენტილემ, "სკუადრა აძურას" არჩევანი დაუწუნა და ლუიჯი დი ბაჯო გააკრიტიკა.

"დი ბაჯომ იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში კრახი განიცადა, თანაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შემადგენლობა იყო.

არამგონია, რომ ის იმსახურებდეს პოზიციას, რომელზეც ახლა იმყოფება. ვფიქრობ, დი ბაჯო ეროვნული ნაკრების დონის სპეციალისტი არ არის და მას მხოლოდ სამწვრთნელო შტაბში შეუძლია მუშაობა", - აღნიშნა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა.

იტალიის ნაკრები 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს პირველად ამ ზაფხულს გამოტოვებს, რის გამოც ეროვნული გუნდის თავკაცი შეიცვალა და პოსტი დროებითი ლუიჯი დი ბაჯომ დაიკავა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები