მოხსნის სალაჰი შირერის, სუარესისა და რონალდუს რეკორდს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოხსნის სალაჰი შირერის, სუარესისა და რონალდუს რეკორდს?


მოხსნის სალაჰი შირერის, სუარესისა და რონალდუს რეკორდს?

პრემიერ ლიგის გასული ტურის მატჩში მოჰამედ სალაჰმა 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირობას მიუახლოვდა.

ჰარი კეინმა ტრავმა მიიღო და ის აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ დაბრუნდება, რაც ეგვიპტელს დიდ უპირატესობას აძლევს.

გარდა ბომბარდირობისა, სალაჰს რეკორდის მოხსნაც შეუძლია.

ყველაზე მეტი გოლი პრემიერ ლიგის 1 სეზონში
ეს რეკორდი ერთდროულად 3 ფეხბურთელს ეკუთვნის.

1995-1996 წლების სეზონში, ალან შირერმა 31 გოლის გატანა შეძლო. შირერის რეკორდი რონალდუმ 2007-2008 წლების სეზონში გაიმეორა.

2013-2014 წლების სეზონში, 31 გოლის გატანა ლუის სუარესმა მოახერხა.

ამ ეტაპზე, სალაჰს 28 გოლი აქვს გატანილი და მას მხოლოდ 4 გოლი სჭირდება, რათა რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს.

პრემიერ ლიგის დასრულებამდე 7 ტური დარჩა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები