სალაჰის შედეგიანობა მის სპონსორს სერიოზულ ზიანს აყენებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალაჰის შედეგიანობა მის სპონსორს სერიოზულ ზიანს აყენებს


სალაჰის შედეგიანობა მის სპონსორს სერიოზულ ზიანს აყენებს

"ლივერპულის" გარემარბი, მოჰამედ სალაჰი თავის პირად სპონსორს სერიოზულ ზიანს აყენებს.

როგორც ფრანგულ პრესაში წერენ, ტელეკომუნიკაციური კომპანია Vodafone Egypt თავის თითოეულ აბონენტს სეზონში სალაჰის ნებისმიერ გოლზე 11-წუთიან უფასო კავშირს დაჰპირდა.

იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას 43 მილიონი აბონენტი ჰყავს, იგი სალაჰის თითო გოლზე 114 მილიონ ევროს კარგავს.

მიმდინარე სეზონში გარემარბმა "ლივერპულის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად უკვე 36 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები