ბარსელონა პსჟ-ს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა პსჟ-ს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს


ბარსელონა პსჟ-ს ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

"ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველ ადრიენ რაბიოთი კვლავ ინტერესდება.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს, კატალონიური გრანდი ფრანგის ხელში ჩაგდებას ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში ცდილობდა.

2017 წლის ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პარიზელებს რაბიოს ნეიმარის ტრანსფერში ჩართვა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

არსებული ინფორმაციით, "ბლაუგრანას" ადრიენზე უარი არ უთქვამს და ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს.

შეგახსენებთ, რაბიოს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, მხარეებს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივებიათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები