იუვენტუსი მანჩესტერის მცველს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსი მანჩესტერის მცველს უმიზნებს


იუვენტუსი მანჩესტერის მცველს უმიზნებს

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი განაპირა მცველი, მატეო დარმიანი, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.

საერთაშორისო გამოცემა "Goal.com" იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეს თვალი ტურინის "იუვენტუსმა" დაადგა.

"ბებერი ქალბატონი" ახალი განაპირა მცველის ძიებაშია და აქამდე ლონდონის "არსენალის" ესპანელ ლეგიონერს, ექტორ ბელერინს, აკვირდებოდა, მაგრამ ახლა დარმიანზე გადმოერთო.

მატეო დარმიანი მანჩესტერულ გრანდს 2015 წლის ზაფხულში "ტორინოდან" შეუერთდა, მაგრამ ინგლისის პრემიერ ლიგაში ფეხი ბოლომდე ვერ მოიკიდა.

მიმდინარე სეზონში დარმიანმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და მისი მოქმედი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2019 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები