ვარანი: "გასახდელში იმიჯზე ყველაზე მეტად რონალდუ და რამოსი ზრუნავენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარანი: "გასახდელში იმიჯზე ყველაზე მეტად რონალდუ და რამოსი ზრუნავენ"


ვარანი:

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა რაფაელ ვარანიმ კრიშტიანუ რონალდუსა და სერხიო რამოსზე ისაუბრა.

ფრანგი ამბობს, რომ შეხვედრების წინ გასახდელში ყველაზე მეტად იმიჯზე სწორედ ისინი ზრუნავენ.

"რომელი ფეხბურთელები ზრუნავენ ყველაზე მეტად იმიჯზე? კრიშტიანუ რონალდუ ამას დიდ ყურადღებას აქცევს. ასევეა, რამოსიც.

იმიჯს მეც დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა გასახდელში რონალდუ და რამოსი ამ კომპონენტში გამორჩეულები არიან", - განაცხადა ვარანიმ.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტზე ჟოზე მოურინიოც აკეთებდა კომენტარს, როდესაც ის "რეალს" წვრთნიდა. პორტუგალიელი ამბობდა, რომ "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები, თამაშის წინ დაახლოებით 10-15 წუთი სარკის წინ პოზიორობდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები