ბეილი: "ალბათ ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს კარიერაში" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბეილი: "ალბათ ეს ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემს კარიერაში"


ბეილი:

ჩინეთის თასის მინი ტურნირის გათამაშებაში უელსის ნაკრები ჩინეთის ნაკრებს შეხვდა და მეტოქე 6:0 დაამარცხა.

გარეტ ბეილმა მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო, იან რაშს გადაასწრო და 29 გატანილი გოლით უელსის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

"ცხადია, რომ ყველა მიღწევაზე ფიქრის დრო ფეხბურთელს არ აქვს, თუმცა ცხადია, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა, თუ საუკეთესო არა.

ყველაფერს, რასაც ქვეყნისთვის გააკეთებ, დიდი პატივია", - განაცხადა ბეილმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები