ტიაგო მოტა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტიაგო მოტა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს


ტიაგო მოტა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

"პსჟ"-ს ნახევარმცველი, ტიაგო მოტა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, წერს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი.

ბრაზილიელი შუახაზელი "ანჟერთან" (2:1) გამართულ შეხვედრაში რომენ ტომის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო დაისაჯა - მოტა აღნიშნული დაპირისპირების მე-16 წუთზე მოედნიდან გააძევეს.

ტიაგომ "ნიცასთან" შეხვედრა გამოტოვა და დისკვალიფიკაციის ერთი მატჩი უკვე მოიხადა.

ასე და ამგვარად, "პსჟ"-ს შუახაზელი პარიზელებს მომდევნო ორ დაპირისპირებაში დააკლდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები