ბუფონმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა


ბუფონმა ერთმანეთს მესი და რონალდუ შეადარა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯიჯი ბუფონმა ერთმანეთს თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელები - ლეო მესი და კრიშტიანო რონალდი შეადარა.

"როდესაც ამ კითხვას მისვამენ, პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს, რადგან რონალდუც და მესიც უდიდესი ფეხბურთელები არიან.

მესი მოედნის ნებისმიერ წერტილში სახიფათოა. მას საოცარი ტექნიკა აქვს და ძირითადად, გამთამაშებლის ფუნქციებს ითავსებს.

რონალდუ კი ნამდვილი ქილერია, როცა ის მეტოქის საჯარიმოშია. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს, გოლები გაიტანოს ხოლმე", - ამბობს ბუფონი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები