სიონმა მოუგებელი სერია ლოკომოტივთან შეწყვიტა [გოლები] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიონმა მოუგებელი სერია ლოკომოტივთან შეწყვიტა [გოლები]



ეროვნული ლიგის მე-6 ტურში გაიმართა ძალიან საინტერესო დაპირისპირება "ლოკომოტივსა" და "სიონს" შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში "სიონმა" მაინც გაიტანა 2 გოლი.

პირველი ნახევრის ბოლო წამზე კი გავაშელიშვილმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმში თბილისელები უტევდნენ, მაგრამ "სიონი" თავს იდეალურად იცავდა და საბოლოოდ, 2:1 მოიგეს.

ამ გამარჯვებით "სიონმა" 7 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, "ლოკომოტივი" კი 4 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

ლოკომოტივი - სიონი 1:2

გოლები: ჭანტურია (ა.გ), გავაშელიშვილი, დვალი.

გაფრთხილება: ღონღაძე, ცნობილაძე, ლობჟანიძე, დვალი, დათუნაიშვილი, ნოზაძე.

შემადგენლობები

ლოკომოტივი: თევდორაძე, ღონღაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე, კომახიძე, ცნობილაძე, შონია, სამურკასოვი, გავაშელიშვილი, გვალია, არველაძე.

შეცვლა: ჯიქია, კიკაბიძე, რ.ჭანტურია.

სიონი: მუჯრიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, ქიქავა, დვალი, მანაგაძე, მიქაბერიძე, გაფრინდაშვილი, დათუნაიშვილი, სიხარულია, გიორბელიძე.

შეცვლა: მინდორაშვილი, კოშკაძე, ხმალაძე.

სიონმა მოუგებელი სერია ლოკომოტივთან შეწყვიტა [გოლები]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები