VIDEO: დონარუმას სასწაული სეივი ბოლო წუთზე - მილანმა ნაპოლის არ მოაგებინა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: დონარუმას სასწაული სეივი ბოლო წუთზე - მილანმა ნაპოლის არ მოაგებინა



იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "მილანი" ვერ დაამარცხა და სკუდეტოსთვის ბრძოლაში მნიშვნელოვნად დაიხია უკან.

"როსონერიმ" საკმაოდ კარგად იასპარეზა და ნეაპოლურ კლუბს ორი ქულა დამსახურებულად წაართვა. ბოლო წუთებზე კი ჯანლუიჯი დონარუმამ საკუთარი გუნდი მილიკის დარტყმის შემდეგ ფანტასტიკური სეივით იხსნა.

მაურიციო სარის გუნდი ტურინის "იუვენტუსს" 3 ქულით ჩამორჩება და "ბებერი ქალბატონი" დღეს ეცდება, რომ უპირატესობა გააორმაგოს.

მილანი 0:0 ნაპოლი

მილანი: დონარუმა; კალაბრია, საპატა, მუსაჩო, როდრიგესი; კესიე, ბილია, ბონავენტურა; სუსო, კალინიჩი, ჩალჰანოღლუ.

ცვლილება: ანდრე სილვა, ლოკატელი.

ნაპოლი: რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ჰუსაი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე.

ცვლილება: ზელინსკი, მილიკი, როგი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები