ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ძალიან საინტერესო და სენსაციური მატჩები გაიმართა. ცენტრალური მატჩი "დინამო არენაზე" შედგა, სადაც "დინამო" "საბურთალოსთან" დამარცხდა.

GOAL.GE გთავაზობთ მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდს, სადაც "საბურთალოს" 3 ფეხბურთელია შეყვანილი.

ლაზარე კუპატაძე ("საბურთალო"): თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ახალგაზრდა მეკარემ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. "დინამოსთან" მოგებაში უდიდესი წვლილი სწორედ კუპატაძემ შეიტანა, რომელმაც ბევრი რთული ბურთი მოიგერია.

ბაქარ მირცხულავა ("ჩიხურა"): მიმდინარე სეზონში, მირცხულავა ძალიან კარგ ფორმაშია. ის "ტორპედოსთან" შეხვედრაშიც დამაჯერებლად იდგა და ფაქტობრივად, უშეცდომოდ თამაშობდა.

მამუკა კობახიძე ("რუსთავი"): რუსთაველთა მცველი გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. "რუსთავმა" "კოლხეთი" დაამარცხა, კობახიძემ კი პირველი გოლი გაიტანა.

დავით ხურცილავა ("ტორპედო"): მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედო" "ჩიხურასთან" დამარცხდა, ქუთაისელთა მცველმა დავით ხურცილავამ მაინც საოცარი მატჩი ჩაატარა და რომ არა ის, შესაძლოა "ტორპედოს" 1 გოლზე მეტი გაეშვა.

გიორგი რეხვიაშვილი: ("საბურთალო"): გამოცდილა მცველმა "დინამოსთან" ლიდერის ფუნქციები შეითავსა და როცა მის გუნდს აქტიურად უტევდნენ, რეხვიაშვილი თავის სხვა თანაგუნდელებთან ერთად გაუვალი იყო.

ვაჟა ქიქავა ("სიონი"): ბოლნისელებმა "ლოკომოტივი" დაამარცხეს. თბილისელები პირველ ნომრად თამაშობდნენ და გოლის გატანას ცდილობდნენ, თუმცა "სიონის" დაცვა კარგად თამაშობდა, მათან გამორჩეული კი ვაჟა ქიქავა იყო, რომელიც შეტევებშიც ერთვებოდა.

მათე ცინცაძე ("რუსთავი"): თავისი გამჭოლი გადაცემებითა და ცენტრში ჭკვიანური თამაშით, ცინცაძე "კოლხეთთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე. მისმა გუნდმა კი 2:0 გაიმარჯვა.

ზაზა ციცქიშვილი ("რუსთავი"): რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ციცქიშვილის ძირითადში დაყენება გადაწყვიტა და სწორადაც მოიქცა. "რუსთავმა" "კოლხეთს" 2 გოლი გაუტანა და ორივე ციცქიშვილის დამსახურებით. ის 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

თორნიკე გორგიაშვილი ("საბურთალო"): გორგიაშვილი ჩვენს სიმბოლურ გუნდში კიდევ ერთხელ ხვდება. მან "დინამოსთან" ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი მატჩი მოაგებინა.

თემურ მარკოზაშვილი ("ჩიხურა"): თავისი ჭკვიანური თამაშითა და გადაწყვეტილებებით, მარკოზაშვილი "ჩიხურას" რიგებში გამორჩეული იყო. ბოლო წუთებზე მან "ტორპედოს" ლამაზი გოლიც გაუტანა.

ჯაბა დვალი ("სიონი"): გარდა გატანილი გოლისა, "ლოკომოტივთან" მატჩში დვალი საკმაოდ დიდ სამუშაოდ ასრულებდა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ის ჩვენს სიმბოლურ გუნდში პირველად მოხვდა.

ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები