ეროვნული ლიგის მე-6 ტურის მატჩი ლანჩხუთში, "სამტრედიასა" და გორის "დილას" შორის შედგა.
გასაკვირი არაა, რომ ეს შეხვედრა არასანახაობრივი გამოდგა და საბოლოოდ უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
"სამტრედიას" ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, თუ როგორ საფარზე მოუწიათ ორივე გუნდის ფეხბურთელებს თამაში.
"დღეს, ამ სტადიონზე შედგა თამაში. ეს უკვე ყველანაირ საფეხბურთო ზღვარს სცდება", - წერს დაუშვილი.
კრიტიკული კომენტარები გულშემატკივრის მხრიდანაც დაიწერა, რომელთა აზრითაც ამ სტადიონზე ეროვნული ლიგის მატჩი აღარ უნდა ჩატარდეს.

ჩვენი მინდვრით ლეგიონერიც გაოცდა - "აქ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის" - წერს გი.