სალაჰი: "რისი მოგება უფრო მინდა - ჩემპიონთა ლიგის თუ ოქროს ბურთის?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სალაჰი: "რისი მოგება უფრო მინდა - ჩემპიონთა ლიგის თუ ოქროს ბურთის?"


სალაჰი:

მიმდინარე სეზონში, "ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი სასწაულ ფორმაშია. პრემიერ ლიგაში მის ანგარიშზე 30 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

სალაჰს ჰკითხეს, რისი მოგება უფრო სურს, გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის, თუ წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების და ოქროს ბურთის.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება უფრო მინდა თუ ოქროს ბურთის? - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის. ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და იმედია, გუნდთან ერთად მოვიგებ", - აცხადებს სალაჰი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "ლივერპული" "რომას" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები