პელემ ნეიმარზე ისაუბრა და მუნდიალზე ბრაზილიის შანსები შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პელემ ნეიმარზე ისაუბრა და მუნდიალზე ბრაზილიის შანსები შეაფასა


პელემ ნეიმარზე ისაუბრა და მუნდიალზე ბრაზილიის შანსები შეაფასა

ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ თავის თანამემამულეზე, ნეიმარზე ისაუბრა და მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების შანსები შეაფასა.

"წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ნეიმარს ტრავმა ჰქონდა და თავი სათანადოდ ვერც მან და ვერც ნაკრებმა ვერ წარმოაჩინა.

ახლა კი მას მეორე შანსი აქვს. ნეიმარი კარგი და ნიჭიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ბრაზილიასთან ერთად წარმატებული თამაში შეუძლია.

მუნდიალამდე რამდენიმე თვე რჩება. ბრაზილიას კარგი მწვრთნელი ჰყავს და რაც მთავარია, ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები", - აცხადებს პელე.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები