ლივერპული ნაპოლის ნახევარმცველს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლივერპული ნაპოლის ნახევარმცველს უმიზნებს


ლივერპული ნაპოლის ნახევარმცველს უმიზნებს

"ნაპოლის" ნახევარმცველი, პეტრ ზიელინსკი შეიძლება "ლივერპულში" გადავიდეს, იუწყება Tuttomercatoweb.

იტალიური გამოცემის თანახმად, "წითლები" მომავალ ზაფხულს ეცდებიან 23 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას.

გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ინგლისელები პოლონელით ჯერ კიდევ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ.

მიმდინარე სეზონში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად ზიელინსკიმ 41 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი შეაგდო და ერთი ასისტიც მიითვალა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები