პირველი საჩემპიონო ტიტული კარიერაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პირველი საჩემპიონო ტიტული კარიერაში


პირველი საჩემპიონო ტიტული კარიერაში

საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში "პსჟ"-მ "მონაკო" ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

ამ გამარჯვების წყალობით, პარიზელები კლუბის ისტორიაში მეშვიდედ გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ კარიერაში პირველად დაისაკუთრა საჩემპიონო ტიტული.

აქამდე ესპანელ სპეციალისტს პარიზელებთან ერთად საფრანგეთის თასი, ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი ჰქონდა მოგებული.

გარდა ამისა, 46 წლის ემერი სამჯერ დაეუფლა "სევილიასთან" ერთად ევროპა ლიგის ტიტულს.

მოგეხსენებათ, კარიერის მანძილზე უნაის "ალმერია", "ვალენსია" და მოსკოვის "სპარტაკიც" გაუწვრთნია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები