სიტიმ იუნაიტედის ისტორიული რეკორდი გაიმეორა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სიტიმ იუნაიტედის ისტორიული რეკორდი გაიმეორა


სიტიმ იუნაიტედის ისტორიული რეკორდი გაიმეორა

მოგეხსენებათ, 34-ე ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი გახდა.

"ქალაქელებს" ტიტულის გაფორმებაში "ვესტ ბრომვიჩი" დაეხმარა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" (1:0) დაამარცხა.

"სიტისა" და "იუნაიტედს" შორის სხვაობა 16 ქულაა, გუნდებს კიდევ 5-5 მატჩი აქვთ ჩასატარებელი.

ასე და ამგვარად, ყველაზე "ადრეული" ტიტულის თვალსაზრისით,"ქალაქელებმა" "წითელი ეშმაკუნების" რეკორდი გაიმეორეს, რომლებმაც მსგავსი შედეგი 2000/01 წლების სეზონში დააფიქსირეს.

17 წლის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალსა" და "ლივერპულს" აჯობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები