ბორდოს ამომავალმა ვარსკვლავმა ოცნების კლუბი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორდოს ამომავალმა ვარსკვლავმა ოცნების კლუბი დაასახელა


ბორდოს ამომავალმა ვარსკვლავმა ოცნების კლუბი დაასახელა

"ბორდოს" თავდამსხმელმა, მალკომმა მისდამი "პარი სენ ჟერმენის" ინტერესზე ისაუბრა.

"პსჟ"-ში თამაში ჩემი ოცნებაა. კარგია იმ კლუბებში ასპარეზობა, რომლებიც ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშობენ (ჩემპიონთა ლიგა) და თავიანთ ჩემპიონატებს იგებენ".

"ვიცი, რომ წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა", - ციტირებს მალკომის სიტყვებს Goal.

აქამდე არსებული ინფორმაციით, მალკომისადმი ინტერესს "ბაიერნი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იჩენენ.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ფრანგულ ლიგა 1-ში 30 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები