კომპანი: "ზოგჯერ სიტის ინგლისის ისტორიაში საუკეთესო გუნდს ეძახიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კომპანი: "ზოგჯერ სიტის ინგლისის ისტორიაში საუკეთესო გუნდს ეძახიან"


კომპანი:

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა, ვენსან კომპანიმ აღნიშნა, რომ გუნდმა კარგი წელიწადი ჩაატარა, მაგრამ წინ ბევრი სამუშაო ელის.

ბელგიელის თქმით, "სიტიმ" მომავალი რამდენიმე სეზონიც ასე ძლიერად უნდა ითამაშოს.

"სეზონი უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. არ ველოდით, რომ ჩემპიონები ასე ადრე გავხდებოდით, თუმცა, მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ერთად ვართ და შესანიშნავ გამარჯვებას ვზეიმობთ", - ციტირებს კომპანის სიტყვებს "ქალაქელთა" ოფიციალური საიტი.

"ზოგჯერ პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდად მოგვიხსენიებენ, მაგრამ ჩემი პასუხი უარყოფითია, რადგან წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს".

"კიდევ რამდენიმე სეზონი უნდა ჩავატაროთ ასე თამაშით, შემდეგ კი დასკვნების გამოტანა შეგვეძლება", - დასძინა ვენსანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები