მონტელა: "სევილიაში ბედნიერი ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მონტელა: "სევილიაში ბედნიერი ვარ"


მონტელა:

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ აღნიშნა, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი დევს.

სპეციალისტის თქმით, ანდალუსიურ გუნდში ბედნიერია.

"სევილიაში" ბედნიერი ვარ, კონტრაქტი ერთ წელიწადში მეწურება", - ციტირებს მონტელას სიტყვებს Football-Italia.

"მართალია, ჩემს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის პუნქტი დევს, მაგრამ ამის შესახებ ბევრი არ ვიცი".

"მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ და მინდა ანდალუსიაში ჩემი თავგადასავალი გავაგრძელო", - დასძინა ვინჩენცომ.

შეგახსენებთ, მონტელამ "სევილია" 2017 წლის 28 დეკემბერს ჩაიბარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები