შიდა ჩემპიონატის ოსტატი - როგორია გვარდიოლას სტატისტიკა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შიდა ჩემპიონატის ოსტატი - როგორია გვარდიოლას სტატისტიკა?


შიდა ჩემპიონატის ოსტატი - როგორია გვარდიოლას სტატისტიკა?

ხოსეპ გვარდიოლამ ლა ლიგისა და ბუნდესლიგის შემდეგ, პრემიერ ლიგაც მოიგო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა, რამაც "სიტი" ავტომატურად გააჩემპიონა.

47 წლის ესპანელი შიდა ჩემპიონატების მოგების ოსტატია.

ის 9 წელია მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს და აქედან 7-ჯერ შიდა ჩემპიონატი მოიგო.

2007-2008 წლებში ის "ბარსელონა ბ"-ს წვრთნიდა, 2008 წლიდან კი უმაღლეს დონეზე ასპარეზობს.

2008-2012 წლებში ის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გახდა და 4 სეზონში 3-ჯერ ლა ლიგა მოიგო (ერთხელ მოურინიოს "რეალმა" აჯობა).

2013-2016 წლებში, გვარდიოლა "ბაიერნს" წვრთნიდა და სამივე სეზონში შეძლო ბუნდესლიგის მოგება. ასევე, ის სამივე სეზონში გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, თუმცა ესპანურმა გუნდებმა მორიგეობით გამოაგდეს (რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო).

2016 წლიდან პეპმა "სიტი" ჩაიბარა, თუმცა პირველი სეზონი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. მეორე სეზონში კი მან პრემიერ ლიგა მოიგო, თანაც ისე, რომ დეკემბერ-იანვარში მეორე ადგილოსან გუნდს უკვე 15-18 ქულით ასწრებდა.

ასევე, ამ სეზონში მან ინგლისში მოგებების სერიის რეკორდი მოხსნა (ზედიზედ 18 მოგება პრემიერ ლიგაში).
ასევე იხილეთ თემაზე:
მანჩესტერ სიტი გვარდიოლა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები