"რეალს სალაჰი უნდა", - ეგვიპტელი ფეხბურთელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"რეალს სალაჰი უნდა", - ეგვიპტელი ფეხბურთელი



ეგვიპტის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აჰმედ ჰოუსამ ჰუსეინ აბდელჰამიდმა, იგივე მიდომ მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე ისაუბრა.

"რომას", "მარსელის", "აიაქსისა" და "ტოტენჰემის" ყოფილი ფორვარდი ამბობს, რომ მისი თანამემამულის დამატება "რეალს" სურს.

"მადრიდში ის მოსწონთ და ვფიქრობ, რომ "რეალს" მისი დამატება უნდა. 4-4-2 გეგმაში გარეტ ბეილი და ბენზემა ვერ თამაშობენ და სავარაუდოდ, ისინი ახალ მოთამაშეებზე იფიქრებენ.

თავიდან ვშიშობდი, რომ სალაჰი "ლივერპულში" ვერ ითამაშებდა, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ის მზად არის კიდევ უფრო მაღალ დონეზე იასპარეზოს", - განაცხადა მიდომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები