როგორ მოუგო ბარსელონამ რეალს 6-2? - ხავიმ გვარდიოლას ტაქტიკა გაამხილა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ მოუგო ბარსელონამ რეალს 6-2? - ხავიმ გვარდიოლას ტაქტიკა გაამხილა


როგორ მოუგო ბარსელონამ რეალს 6-2? - ხავიმ გვარდიოლას ტაქტიკა გაამხილა

2009 წელს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონამ" "რეალი" 6:2 დაამარცხა.

იმ დროს ხავი კატალონიური გუნდის ღირსებას იცავდა და მან დღეს ისაუბრა, თუ რა ტაქტიკის წყალობით მოუგო გვარდიოლამ "სამეფო კლუბს" ასეთი ანგარიშით.

"ეს იყო მატჩი, სადაც გვარდიოლამ ლიონელ მესი რეალურად "მატყუარა 9-იანის" პოზიციაზე დააყენა. მან იცოდა, რომ მადრიდული გუნდის ცენტრალური მცველები ლეოს პრესინგზე ვერ ითამაშებდნენ და მას მოედნის ცენტრამდე არ გაჰყვებოდნენ.

შესაბამისად ეს იწვევდა იმას, რომ მოდნის ცენტრში ჩემი, ინიესტასა და მესის წინააღმდეგ ორი "რეალის" ფეხბურთელი იბრძოდა, რაც უპირატესობას გვაძლევდა", - განაცხადა ხავიმ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები