"ეს გასაოცარი მატჩი იქნება", - ვინ სურს ბენიტესს ჩემპიონთა ლიგის ფინალში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ეს გასაოცარი მატჩი იქნება", - ვინ სურს ბენიტესს ჩემპიონთა ლიგის ფინალში?



"ნიუკასლის" მთავარ მწვრთნელს რაფაელ ბენიტესს სურს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "ლივერპული" და "რეალი" დაუპირისპირდნენ.

როგორც იცით 1/2 ფინალში მადრიდული გუნდი "ბაიერნს" შეხვდება, კლოპი კი "რომას" დაუპირისპირდება.

"1/2 ფინალში ყველა გუნდს აქვს შანსი. ფინალი? ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "ლივერპულისა" და "რეალის" დაპირისპირება გასაოცარი სანახაობა იქნება", - განაცხადა ბენიტესმა.

შეგახსენებთ, რომ წარსულში ესპანელი ორივე გუნდს წვრთნიდა.

მეტიც, 2005 წელს მან "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

რაც შეეხება "რეალს", ამ გუნდმა მისი გათავისუფლების შემდეგ, იმავე სეზონში მოიგო ლიგა, შემდეგ სეზონშიც და შანსი აქვს, რომ ამ სეზონშიც მოიგოს.

ასე რომ, "რეალმა" ბენიტესის გაშვებით მხოლოდ იხეირა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები