შეწყდება თუ არა ბარსელონას წაუგებელი სერია შემდეგ ტურში? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

შეწყდება თუ არა ბარსელონას წაუგებელი სერია შემდეგ ტურში?


შეწყდება თუ არა ბარსელონას წაუგებელი სერია შემდეგ ტურში?

სამშაბათს, ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "სელტას" ესტუმრება, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა.

"ბალაიდოსზე" ბოლოს კატალონიურმა გუნდმა 3 წლის წინ იმარჯვა, სადაც ერთადერთი გოლი ჯერემი მატიემ გაიტანა.

ამის შემდეგ, "ბარსელონა" "სელტას" 3-ჯერ ესტუმრა და 2-ჯერ დამარცხდა, 1-ხელ კი ფრედ დაასრულა მატჩი.

წელს, ესპანეთის თასის დაპირისპირება "ბალაიდოსზე" 1:1 დასრულდა, თუმცა "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" 5:0 იმარჯვა და მეტოქე მარტივად გამოაგდო.

გასულ სეზონში, ლა ლიგის შეხვედრაში "სელტამ" სახლში "ბარსელონა" 4:3 დაამარცხა.

2015-2016 წლების სეზონში კი მათ კატალონიური გუნდი 4:1 გაანადგურეს.

არ არის გამორიცხული, ვალვერდეს წაუგებელი სერია "სელტამ" შეწყვიტოს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები