პსჟ-ს პრეზიდენტი: "ტუხელთან შეთანხმება არ გვაქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ტუხელთან შეთანხმება არ გვაქვს"


პსჟ-ს პრეზიდენტი:

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ "პარი სენ ჟერმენმა" თომას ტუხელთან შეთანხმებას მიაღწია და სწორედ ის იქნება პარიზული გუნდის შემდეგი მწვრთნელი.

ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ტუხელი მას "ბაიერნში" უნდოდა. გერმანელმა კი მას უპასუხა, რომ უკვე სხვა გუნდთან აქვს შეთანხმება. ყველა ფიქრობდა, რომ ეს გუნდი "პარი სენ ჟერმენი" იყო, თუმცა ნასერ ალ ხელაიფმა ჭორები უარყო.

"თუ ვინმესთან შეთანხმებას მივაღწევთ, ამას აუცილებლად ვიტყვით.

დღეს კი ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებს მოედანზე უძღვება. ემერისთან ერთად ვმუშაობთ და მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს", - განაცხადა ნასერ ალ ხელაიფმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები