მოურინიომ სატრანსფერო თემაზე ისაუბრა: "არ ვაპირებთ სიგიჟის გაკეთებას" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოურინიომ სატრანსფერო თემაზე ისაუბრა: "არ ვაპირებთ სიგიჟის გაკეთებას"


მოურინიომ სატრანსფერო თემაზე ისაუბრა:

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის ზაფხულში გიჟური ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს.

მიმდინარე სეზონში, "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგა მარტივად მოიგო და ყველა მეტოქეს იანვარში თითქმის 15 ქულით ასწრებდა.

ფანები ელოდებიან, რომ ზაფხულში "იუნაიტედი" მნიშვნელოვნად გაძლიერდება, თუმცა მოურინიო სხვა აზრზეა.

"არ ვაპირებთ იმაზე მეტის დახარჯვას, ვიდრე შეგვიძლია და არ ვაპირებთ, რომ სატრანსფერო ბაზარზე რაიმე სიგიჟე გავაკეთოთ.

ჩვენი გეგმა იქნება, რომ გუნდი ოდნავ განვითარდეს", - განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები