გიორგი ჭანტურიამ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გიორგი ჭანტურიამ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა


გიორგი ჭანტურიამ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა

უკვე რამდენიმე ტურია, საქართველოს ნაკრების და "ურალის" შემტევი გიორგი ჭანტურია ტრავმის გამო ვერ თამაშობს.

ჭანტურიამ გულშემატკივრებს სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

"ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მადლობა ღ​მერთს! ბედნიერი ვარ, რომ ასეთ რთულ პერიოდში, გვერდში ამდენი ხალხი დამიდგა.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, ძალიან მიყვარხართ - მალე უფრო ძლიერი და შეუჩერებელი დავბრუნდები", - წერს ჭანტურია, რომლის დაბრუნების ზუსტი დრო, ჯერ უცნობია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები