ტორესი: "გრიზმანი მესისა და რონალდუს დონემდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივა"
თარიღი: აპრილი 17, 2018, 13:35
მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა თავის თანაგუნდელზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.
"ჩემი აზრით, გრიზმანი მესისა და რონალდუს დონემდე მხოლოდ ერთ შემთხვევაში მივა - თუ ბევრ ტიტულს მოიგებს. ჯერჯერობით, ამ ფეხბურთელს სწორედ ტიტულების ნაკლებობა აქვს.
იმედი მაქვს, ის ატლეტიკოში დარჩება და მომდევნო წლებში გუნდთან ერთად ბევრად წარმატებულად ითამაშებს.
ატლეტიკოში გამოვარჩევდი ობლაკს. მისნაირი მეკარე არ მინახავს და კარგი იქნება, თუ ის შემდეგ წელსაც ჩვენთან იქნება", - აცხადებს ტორესი.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE