ფრანგულ გამოცემებს უნდათ, რომ ემერიმ სეზონის ბოლოს ბენ არფა ათამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფრანგულ გამოცემებს უნდათ, რომ ემერიმ სეზონის ბოლოს ბენ არფა ათამაშოს


ფრანგულ გამოცემებს უნდათ, რომ ემერიმ სეზონის ბოლოს ბენ არფა ათამაშოს

ფრანგულმა გამოცემებმა სოციალურ ქსელში სპეციალური აქცია დაიწყეს.

ასე და ამგვარად, ყველა მსურველს საკუთარ გვერდზე შეუძლია ჰეშთეგ #HatemChampion-ის წერა დაიწყოს, რათა პარიზელთა თავკაცმა, უნაი ემერიმ ნახევარმცველი, ჰატემ ბენ არფა საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში ერთი წუთით მაინც შეუშვას.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდება, ფეხბურთელი "პსჟ"-ს რიგებში ქვეყნის ჩემპიონად ჩაითვლება.

მოგეხსენებათ, პარიზელებმა ცხრილში პირველი ადგილი გათამაშების დასრულებამდე 5 ტურით ადრე გაინაღდეს, თუმცა ბენ არფას ამ სეზონში მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტის გამო ერთხელაც არ უთამაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები