ბლეზ მატუიდი: "იუვენტუსი ამაყობს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბლეზ მატუიდი: "იუვენტუსი ამაყობს"


ბლეზ მატუიდი:

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ თქვა, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობით ამაყობს.

მოგეხსენებათ, ტურინელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 1/4 ფინალურ ეტაპზე "რეალთან" (0:3, 3:1) მარცხის შემდეგ გამოეთიშნენ.

"ვფიქრობ, ყველამ დაინახა ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი ყურადღებიანობა, მიუხედავად გამოთიშვის შემდეგ იმედგაცრუებისა", - ციტირებს მატუიდის სიტყვებს Football Italia.

"ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ბევრს არ შეუძლია მადრიდში ანგარიშით 3:1 გამარჯვება. "იუვე" დიდ გმირობასთან იყო ახლოს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა".

"გულშემატკივრებმა მადლობა გადაგვიხადეს და ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ", - დასძინა ბლეზმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები