იუვენტუსის ნახევარმცველი შეიძლება ინტერში გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსის ნახევარმცველი შეიძლება ინტერში გადავიდეს


იუვენტუსის ნახევარმცველი შეიძლება ინტერში გადავიდეს

"იუვენტუსის" ნახევარმცველის, კვადვო ასამოას აგენტმა "ინტერის" წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები, წერს Premium Sport.

მილანურ გუნდს 29 წლის განელი შეიძლება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, რადგან მოქმედი კონტრაქტის ვადა ტურინელებთან 2018 წლის ივნისის თვეში ეწურება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მხარეები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ.

მიმდინარე სეზონში ასამოამ ყველა ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა. "იუვენტუსში" იგი 2012 წელს "უდინეზედან" გადავიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები