ბაიერნი რაფინიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბაიერნი რაფინიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს


ბაიერნი რაფინიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"ბაიერნის" მცველი, რაფინია, დიდი ალბათობით, კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

როგორც Kicker იტყობინება, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა ბრაზილიელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რადგან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

რაფინია "რეკორდმაისტერს" 2011 წელს "ჯენოადან" შეუერთდა.

უკანახაზელს მიუნხენური გრანდის მაისურით 220 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები