ასეთი რამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ჯერ კიდევ არ მომხდარა! და ყველაფერი VAR-ის გამო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ასეთი რამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ჯერ კიდევ არ მომხდარა! და ყველაფერი VAR-ის გამო


ასეთი რამ გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ჯერ კიდევ არ მომხდარა! და ყველაფერი VAR-ის გამო

არბიტრმა, ვინკმანმა ჩასტვინა, პირველი ტაიმი დაასრულა. სტუმრები სრული შემადგენლობით გასახდელში შევიდნენ. შემდეგ კი მსაჯებს შორის აურზაური დაიწყო.

ვინკმანს რაციის მეშვეობით ვიდეოარბიტრმა (VAR) რაღაც აცნობა.

არბიტრმა მოლაპარაკებები დაიწყო. მას დისციპლინარულად ელოდნენ დანარჩენი რეფერები და "მაინცის" ფეხბურთელები. არენაზე კი ამავდროულად სარწყავი სისტემები ამოქმედდა. სარეკლამო დირიჟაბლმა დაიწყო ფრენა.

ვინკმანი მონიტორთან მივიდა, ვიდეოჩანაწერს გადახედა. ორი-სამი მეტრის მოშორებით მყოფი გაბრაზებული გულშემატკივრების შეძახილები გაიგონა.

და... ყველას მოედანზე დაბრუნების სიგნალი მისცა. მოითხოვა "ფრაიბურგისთვისაც" დაეძახებინათ. სტუმრები უმალ არ გამოსულან. ამბობენ, თავიდან უარსაც კი იძახდნენო.

რა მოხდა? პირველი ტაიმის მიწურულს "ფრაიბურგის" ფეხბურთელმა ხელით ითამაშა. სანამ ეს VAR-მა შეამჩნია, სანამ ვინკმანი გააფრთხილა...

ყველაფერ ამან თითქმის შვიდ (!) წუთს გასტანა. საბოლოო ჯამში, "მაინცმა" პენალტი შეასრულა, ანგარიში გახსნა - და მორჩა, როგორც იქნა, შესვენება დაიწყო.

გჭირდებათ ასეთი VAR?

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები