მორიგი ფრანგი მცველი ბარსელონას რადარზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მორიგი ფრანგი მცველი ბარსელონას რადარზე


მორიგი ფრანგი მცველი ბარსელონას რადარზე

"სევილიას" მცველი, კლემან ლანგლე შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.

როგორც ესპანური პრესა იტყობინება, კატალონიელებს 22 წლის ფრანგის შეძენა უნდათ, რომელიც 2017 წლის იანვარში გადაბარგდა ესპანეთში "ნანსიდან" 4,5 მილიონ ევროდ.

არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ლანგლეს გამოსასყიდი თანხა 45 მილიონ ევროს შეადგენს.

მიმდინარე სეზონში ლანგლემ ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ, "ბარსელონაში" ამჟამად ორი ფრანგი მცველი, ლუკა დინი და სამუელ უმტიტი თამაშობს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები