ცვლილების შემდეგ ფეხბურთელმა მწვრთნელს ხელი ჰკრა და აგინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ცვლილების შემდეგ ფეხბურთელმა მწვრთნელს ხელი ჰკრა და აგინა [VIDEO]


ცვლილების შემდეგ ფეხბურთელმა მწვრთნელს ხელი ჰკრა და აგინა [VIDEO]

"ნასიონალ პოტოსის" ნახევარმცველი, ტიაგო დოს სანტოსი ბოლივიის ჩემპიონატის მე-12 ტურში "სპორტ ბოისთან" (0:4) გამართული მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს თავისი ცვლილებით უკმაყოფილო დარჩა.

33 წლის ბრაზილიელი მოედნიდან გასვლის შემდეგ თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელ ედგარდო მალვესტიტისთან მივიდა, მასთან საქმის გარჩევა დაიწყო, ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

უმალვე საქმეში სათადარიგო ფეხბურთელები ჩაერივნენ, შეხვედრის მთავარ არბიტრთან ერთად, რომელმაც დოს სანტოსს წითელი ბარათი უჩვენა.

უნდა აღინიშნოს, რომ დოს სანტოსი ადრე "სპორტ ბოისში" ირიცხებოდა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები