"მოდით, ნუ ვიჩქარებთ", - ვალვერდე ინიესტას შესაძლო წასვლაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მოდით, ნუ ვიჩქარებთ", - ვალვერდე ინიესტას შესაძლო წასვლაზე



"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ნახევარმცველის, ანდრეს ინიესტას შესაძლო წასვლაზე არსებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ესპანურ პრესაში გუშინ დაიწერა, რომ ესპანელი ჰავბეკი კარიერის ჩინეთში გაგრძელებას გეგმავს.

"მოდით, ნუ ვიჩქარებთ", - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს L'Equipe.

"არ ვიცი, რა მოხდება. მხოლოდ თავად ანდრესს შეუძლია თავის მომავალზე გადაწყვეტილების მიღება", - დასძინა კატალონიური გრანდის თავკაცმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები