იკერ კასილასის მომავალი პრაქტიკულად ცნობილია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იკერ კასილასის მომავალი პრაქტიკულად ცნობილია


იკერ კასილასის მომავალი პრაქტიკულად ცნობილია

"პორტუს" პრეზიდენტს, ჟორჟე ნუნუ პუნტი და კოშტას უნდა, რომ გუნდის მეკარემ, იკერ კასილასმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

36 წლის გოლკიპერს მოქმედი ხელშეკრულების ვადა უახლოეს ზაფხულში ეწურება.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ კასილასი დარჩეს", - ციტირებს კოშტას სიტყვებს AS.

"ჩვენს გუნდში მისი ყოფნა გვიხარია. ჩინებული მეკარეა, კარგი ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია".

"მისი დარჩენის გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ეს ძალიან მინდა", - დასძინა პორტუგალიური კლუბის ბოსმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები