რეალი და პსჟ გახმაურებულ ბარტერს ამზადებენ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რეალი და პსჟ გახმაურებულ ბარტერს ამზადებენ


რეალი და პსჟ გახმაურებულ ბარტერს ამზადებენ

"რეალის" ნახევარმცველი, კაზემირო შეიძლება "პსჟ"-დან მადრიდულ გრანდში ნეიმარის ტრანსფერში ჩართონ, წერს გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.

არსებული ინფორმაცით, "პსჟ"-ს ხელმძღვანელობა 26 წლის კაზემიროში 35 წლის ტიაგო მოტას ალტერნატივას ხედავს.

ბრაზილიელის დამატების ერთ-ერთი მთავარი მომხრე "პსჟ"-ს სპორტული დირექტორი, ანტერო ენრიკეა.

ცნობისთვის, ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს.

კაზემირო "რეალში" 2013 წლიდან ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მან 40 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი შეაგდო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები