ბენზემა: "საფრანგეთის ჰიმნი არ მომწონს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბენზემა: "საფრანგეთის ჰიმნი არ მომწონს"


ბენზემა:

რამდენიმე წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემას საფრანგეთის ნაკრების კარი დაუკეტეს.

ამის შემდეგ გამოაშკარავდა, რომ "რეალის" შემტევი საფრანგეთის მიმართ არც თუ ისე კარგი განწყობით არის.

ჯერ იყო და მან თქვა, რომ მისთვის პირველი ქვეყანა ალჟირია და არა საფრანგეთი. 30 წლის ფორვარდი ლიონშია დაბადებული, თუმცა წარმოშობით აფრიკიდან არის.

ახლა კი ბენზემა ამბობს, რომ ის საფრანგეთის ჰიმნზე, ნაკრების თამაშის დროს არასდროს მღეროდა, რადგან ტექსტი არ მოსწონდა.

"თუ მარსელიეზას (საფრანგეთის ჰიმნის სახელი) მოვუსმენთ, ვნახავთ, რომ ტექსტი პუბლიკას ომში წასვლისკენ მოუწოდებს და ეს არ მომწონს", - განაცხადა ბენზემამ.

საფრანგეთის ჰიმნი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები