16 წლის განმავლობაში პირველად! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

16 წლის განმავლობაში პირველად!


16 წლის განმავლობაში პირველად!

ლა ლიგის მატჩში "ბარსელონა" "სელტას" ესტუმრა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ერნესტო ვალვერდემ ამ შეხვედრისთვის როტაციას მიმართა და მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ძირითად 11-ეულში არც ერთი "ბარსელონას" აღზრდილი ფეხბურთელი არ იყო. მსგავსი, რამ კლუბის ისტორიაში ბოლოს 16 წლის წინ, 2002 წელს მოხდა.

"ბარსელონამ" "სელტასთან" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ტერ შტეგენი, სემედუ, ვერმაელენი, იერი მინა, ლუკას დინიე, ანდრე გომეში, პაულინიო, დენის სუარესი, უსმან დემბელე, ფელიპე კოუტინიო, ფრანსისკო ალკასერი.

2002 წლის მატჩი, ბარსელონა - ბილბაო, ძირითადი 11-ეული: რობერტო ბონანო, რეიზგერი, კრისტანვალი, აბელარდო ფერნანდესი, ფრანსისკო კოკო, როჩემბექი, ფილიპ კოკუ, ლუის ენრიკე, რივალდო, ხავიერ სავიოლა, მარკ ოვერმარსი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები