სასწაული მატჩი ფლორენციაში - ლაციომ ფიორენტინა 4:3 დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სასწაული მატჩი ფლორენციაში - ლაციომ ფიორენტინა 4:3 დაამარცხა [VIDEO]



სერია ა-ს მატჩში "ფიორენტინამ" "ლაციო" მიიღო და 3:4 დამარცხდა.

მე-16 წუთზე ანგარიში ჯორდან ვერეტუმ გახსნა, ზუსტად 15 წუთში კი მან დუბლი გაიფორმა. 39-ე წუთზე ლუის ალბერტომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

ტაიმის მიწურულს კი მარტინ კასერესმა წონასწორობა აღადგინა.

ჯორდან ვერეტუმ 54-ე წუთზე გაიტანა, ჰეთ-თრიკი გაიფორმა და "ფიორენტინა" კვლავ წინ გაიყვანა.

69-ე წუთზე ფელიპე ანდერსონმა ანგარიში 3:3 გახადა.

73-ე წუთზე ლუის ალბერტომ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ლაციომ" მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა და კვლავ ოთხეულშია.

სასწაული მატჩი ფლორენციაში - ლაციომ ფიორენტინა 4:3 დაამარცხა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები